მეცნიერება-ტექნოლოგიები: განათლების სამინისტრომ მოსწავლეების ელექტრონული ბაზა შექმნა | საქართველოს ამბები | ||
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011-2015 წლების ელექტრონული სტრატეგიის ფარგლებში მოსწავლეების მართვის ახალი ინფრომაციული სისტემა შეიქმნა. დღეს სისტემის პრეზენტაცია მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი გულუამ გამართა. ახალი ინფრომაციული სისტემის eStudents დანერგვით, განათლების პროცესი ახალ სისტემაზე გადავიდა, რაც განათლების სამინისტროს მიცემს საშუალებას eschool სტრატეგია შეიმუშავოს, რომელიც ერთი თვის შემდეგ იქნება წარმოდგენილი. ახალი სისტემის მეშვეობით, სკოლებს ექნება შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში მოსწავლეების მონაცემები გადაამოწმოს, მობილობის პროცესი განახორციელოს, აირჩიოს წიგნები და ასევე მოახდინოს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ინდენთიფიკაცია. ინფრომაციული სისტემა სამინისტროს მიცემს საშუალებას ზუსტად განსაზღვროს სკოლებისთვის ვაუჩერების ოდენობდა და პროცედურები. მოსწავლეთა რაოდენობა ავტომატიურად გადაეგზავნება საგამოცდო ცენტრს, რომელიც გამორიცხავს ეროვნული გამოცდებისთვის და ეროვნული ოლიმპიადისთვის ხელმეორე რეგისტრაციას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3279.html
| |||
განათავსა - consul | 29 აგვ. 2011, 23:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.