პოლიტიკა: შევარდნაძემ „ძველ ინტელიგენტს“ დაუჭირა მხარი | მსოფლიოს ამბები | ||
რობერტ სტურუა არა ქსენოფობიის, არამედ სისტემის მსხვერპლი გადა, მიაჩნია საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს. გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან კომენტარი გაუკეთა ცნობილი რეჟისორის გარშემო განვითარებულ ბოლო მოვლენებს და აღნიშნა, რომ ქსენოფობურ გამოთქმებს თავის გამოსვლებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც იყენებს. იგი იზიარებს მოსაზრებას იმაზე, რომ რუსულ ენაზე ფილმების აკრძალვა და რუსეთში წასული ადამიანების მოღალატეებად გამოცხადება ქსენოფობიის გამოვლინებაა. „ღმერთი ამისათვის დაგვსჯის. უბედურება ისაა, რომ დაისჯება არა კონკრეტული ადამიანი, არამედ მთელი საქართველო“, - თქვა შევარდნაძემ. მისი თქმით, რუსთაველის თეატრის დასმა და ხელოვნების ყველა მოღვაწემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას დათხოვნასთან დაკავშირებით პროტესტი უნდა გამოთქვას. რობერტ სტურუა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მის გამოთქმებთან დაკავშირებით, რომლებიც ქსენოფობიას მოიცავდა. სტურუამ განაცხადა, რომ „არ სურს, საქართველოს პრეზიდენტი სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყოს“, ამასთან, აღნიშნა, რომ ქვეყნის სათავეში სურს იხილოს ქართველი, და არა სომეხი, რომელიც მისი თქმით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილმა რეჟისორმა განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობაზე უარი უნდა თქვას, როგორც გერმანელებმა ჰიტლერზე თქვეს უარი“. 16 მაისს კი სტურუამ, როდესაც სააკაშვილის როგორც სომეხის ეთნიკურ კუთვნილებაზე მიუთითებდა, ნეგატიურ კონტექსტში დაუკავშირა ეს მისი საქმიანობის კრიტიკას, ასევე ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილს არ უყვარს ქართველი ხალხი, იმიტომ რომ იგი სომეხია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3278.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 აგვ. 2011, 23:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.