ეს საინტერესოა: მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ზუსტი საათი აღმოაჩინეს | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიოში ყველაზე ზუსტი საათი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფება. მაგრამ ეს არა ცნობილი ბიგ-ბენი, არამედ ფიზიკის ეროვნულ ლაბორატორიაში მდებარე ატომური საათია. უზუსტესი საათის ტიტული მას ცნობილი წონისა და ზომის საერთაშორისო ბიუროს ჟურნალმა - „მეტროლოგიამ“ მიანიჭა. შემოწმებამ აჩვენა, რომ ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის ატომური საათი შეიძლება ერთი წამით ჩამორჩეს ან წინ წავიდეს 138 მილიონ წელიწადში მხოლოდ ერთხელ. დღეისათვის მსოფლიოში არსებული არც ერთი ქრონომეტრი არ ხასიათდება ასეთი სიზუსტით. ბრიტანული ატომური, ან მოლეკულარული საათი გამოიყენება ცეზიუმის ატომთა პერიოდული მერყეობების დროის გამოსათვლელად. საათი წარმოადგენს დროით ეტალონს, რომლითაც დროს გაერთიანებულ სამეფოსა და რიგ სხვა ქვეყნებში აჯერებენ. ეს საათი იმ ექვსი საათისაგან შემდგარ ჯგუფში შედის, რომელთა მიხედვითაც პარიზში მდებარე წონისა და ზომის საერთაშორისო ბიურო რეგულარულად აზუსტებს „მსოფლიო დროს“. დანარჩენი ეტალონური საათები მდებარეობს საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-სა და იაპონიაში, იტყობინება „იტარ-ტასი“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3275.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 აგვ. 2011, 23:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.