aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 საზოგადოება: „თავისუფალი საქართველო“ რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის ამოღებას მოითხოვს საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
„თავისუფალი საქართველო“ დედოფლისწყაროს რაიონში ციმბირის წყლულით მოწამვლის გავრცელების საშიშროების შესახებ გაფრთხილებას იძლევა და რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს.



პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თამილა გურაშვილის განცხადებით, დედოფლისწყაროში 39 წლის მამაკაცი დაკლული ცხოველის დამუშავებისას ციმბირის წყლულით დაავადდა. იმის შესახებ, რომ იგი დაავადდა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, მანამდე კი ხორცი სავაჭრო ქსელში მოხვდა.


„სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, სად მოხვდა ეს ხორცი. იგი ადამიანების ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს. ვეტერინარული სამსახურის სპეციალისტი ეთერ იაკობიძე აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არაფერი სმენია. მოსახლეობა შეშინებულია და დაცული არ არის“, - აცხადებს გურაშვილი.


მისი თქმით, ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ ამ საქმის გამოძიება.


გურაშვილი კიდევ ერთი საქმის გამოძიებას მოითხოვს. მისი თქმით, რაიონში სხვა მრავალი პრობლემაა, რომელიც სამართალდამაცვი ორგანოების ყურადღებას იმსახურებს.


„სამთაწყაროს სოფელში ძალიან საეჭვო გარემოებაში 15 ჰექტარი მოსავლიანი ვენახები დაიწვა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ დაინტერესებულმა პირება, რომლებსაც აქ ზეთისხილის პლანტაციების გაშენება სურთ, სპეციალურად მოაწყეს ხანძარი ვენახებში. ხალხს ეჭვი აქვს, რომ მათ მაღალი თანამდებობის მოხელეები მფარველობენ. რეფორმირებული პოლიციისთვის საჭირო არაა იმის შეხსენება, თუ არ უნდა აკეთონ. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რამდენად ობიექტური გამოძიება ჩატარდება“, - განაცხადა თამილა გურაშვილმა.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3272.html
განათავსა - Drakula | 29 აგვ. 2011, 23:38 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: „თავისუფალი საქართველო“ რეალიზაციიდან მოწამლული საქონლის ხორცის ამოღებას მოითხოვს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian