aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 საზოგადოება: ლოკერბის ტერაქტის ორგანიზატორი კომატოზურ მდგომარეობაშია მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კვირას ამერიკულმა ტელეარხმა CNN - მა განაცხადა, რომ მისმა კორესპოდენტმა, ლიბიაში ყველაზე ცნობილი ტერორისტის აბდელ ბასეტა ალი ალ-მეგრახის მოძენა შეძლო. 2001 წელს იგი გასამართლებული იქნა, 1988 წელს, შოტლანდიის მთიან რეგიონში-ლოკერბში, Pan American-ს თვითმფრინავზე აფეთქების მოწყობის  გამო.  ასაფეთქბელი მოწყობილობის აფეთქების  შედეგად , რომელიც თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში იყო დამონტაჟებული, 270 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 189 აშშ-ს მოქალაქე იყო.



ყოფილი ტერორისტის ალ-მეგრახის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც ძალიან მძიმე. ახლობლების განცხადებით, ალ-მეგრახი კომაში იმყოფება. მას შემდეგ, რაც ტრიპოლი მეამბოხეების მიერ იქნა აღებული, მისი მოვლა ახლობლებმა დაიწყეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ ექიმის მოძებნა უჭირთ, რომელსაც შეეძლება სწორი მკურნალობის კურსის დანიშვნა, ამიტომ ისინი ავადმყოფს ჟანგბადს აწვდიან ნიღაბის მეშვეობით და საწვეთარს უდგამენ. 


 28 აგვისტოს, ლიბიის გარდამავლი, ეროვნული საბჭოს იუსტიციის მინისტრმა მუჰამედ ალაგიმ განაცხადა, რომ ლიბიის ახალი მთავრობა მომაკვდავი ტერორისტის ექსტრადირებას არ დაუშვებს, იუწყება Reuters. ალაგიმ ასევე, აღნიშნა, რომ  ახლი მთავრობა ლიბიის არცერთ მოქალაქეს არ გასცემს.


 ალ-მეგრახი კიბოს მძიმე ფორმითაა დაავადებული. სწორედ, ამ დაავადების გამო, იგი, 2009 წელს ციხიდან გაათავისუფლეს, სადაც მას მთელი დარჩენილი სიცოცხლე უნდა გაეტარებინა. ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ  ალ-მეგრახის მდომარეობა იმდენად მძიმე იყო , რომ გათავისუფლების შემდეგ იგი  სამ თვესაც ვერ იცოცხლებდა.


როგორც საიტ Wikileaks-სთვის გახდა ცნობილი, ბრიტანეთის ხელისუფლება დაეხმარა ლიბიელ ტერორისტს გათავისუფლებაში, მას შემდეგ რაც მუამარ კადაფი დიდ ბრიტანეთს "მძიმე შედეგებით" დაემუქრა. ამის გარდა, ლიბიელი ლიდერი დაპირდა ალ-მეგრახის გათავისუფლების სანაცვლოდ კომპანია BP-სთვის ლიბიაში ხელსაყრელი პირობებს შექმნიდა.


მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ტერორისტი გათავისუფლებული იქნა აუცილებელი ნორმების დარღვევის გამო.ხელისუფლებამ მის მკურნალ ექიმთან კონსულტაციები არ აწარმოა. მათ გადაწყვიტეს არ მინდობოდნენ ენდრიუ დრეიზერის შეხედულებას, რომელიც შოტლანდიის ციხის პატიმრების ჯამრთელობაზე იყო პასუხიმგებელი და რომელიც ონკოლოგიური დაავადებების სპეციალისტი იყო.


 2003 წელს, ლიბიამ აიღო პასუხისმგებლობა ტერაქტის განხორციელბაზე და დათანხმდა 2,7 მილიარდი დოლარის ოდენობით კონპენსაციის გადახდაზე. ამის გარდა, 2011 წელს კადაფიც დათანხმდა ირლანდიის ტერაქტის მსხვერპლისა და რესპუბლური არმიისთვის 2 მილიარდი ფუნტი სტრელინგის გადახდას, რომლსაც პირადად ლიბიის ხელისუფლება აფინანსებდა.


მიუხედავად ამის,  ბოლომდე ცნობილი არაა, თუ კონკრეტულად ვინ გასცა შოტლანდიის ცაში თვითმფრინავის განადგურების ბრძანება. ლიბიის იუსტიციის ყოფილი მინისტრის მუსტად აბდელ ჟალილას თქმით, პოლკოვნიკმა კადაფმა პირადად გასცა Pan American-ს თვითმფრინავის აფეთქების ბრძანება. აბდელ ჟალილი ირწმუნება, რომ მას ლიბიელი ლიდერის ბრალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააჩნია.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3271.html
განათავსა - consul | 29 აგვ. 2011, 23:37 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: ლოკერბის ტერაქტის ორგანიზატორი კომატოზურ მდგომარეობაშია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian