პოლიტიკა: პაკისტანში "ალ–ქაიდას" ერთერთი ლიდერი გაანადგურეს | მსოფლიოს ამბები | ||
პაკისტანში "ალ–ქაიდას" ერთერთი ლიდერი ატია ალ–რახმანი გაანადგურეს, ამის შესახებ Associated Press–მა შაბათს, 27 აგვისტოს, აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა. სააგენტოს ინფრომაციის თანახმად, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ატია აბდ ალ–რახი, რომელიც ოსამ ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ, "ალ–ქაიდას" იერარქიაში "მეორე პირი" გახდა. ალ–რახმანი, აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით, მოკლული იქნა ვაზირისტანში, მთიან რეგიონში, ავღანეთის საზღვართან. ისინი არ აზუსტებენ, განადგურებული იქნა თუ არა "ალ–ქაიდას" ლიდერი , უპილოტოდ გაშვებული რაკეტის მიერ. თუმცა, AP აღნიშნავს, რომ ალ–რახმანას მკვლელობის დღეს ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპატებმა დარტყმა ვაზირისტანის ტერიტორიას მიაყენეს. შეერთებული შტატები ხშირად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, ავღანეთ– პაკისტანის მთიან რეგიონებში ტერორისტების ლიკვიდაციისთვის. ლიბიაში დაბადებული ატია აბდ ალ– რახმანი იმ ტერორისტთა სიაში ფიგურირებდა, რომლებთან კავშირშის ქონაშიც აშშ–მ , 2011 წელს ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა.მანამდე ვრცელდებოდა ინფრომაცია, რომ ალ–რახმანი "ალ–ქაიდას" წარმოამდგენელია ირანში. პროგრამის "ჯილდო სამართლიანობისთვის" ფარგლებში ("Rewards For Justice"), რომელიც აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ეგიდის ქვეშ მოქმედებს, ალ–რახმანის შესახებ ინფრომაციისთვის მილიონი დოლარი სთავაზოდა. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3269.html
| |||
განათავსა - consul | 28 აგვ. 2011, 20:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.