ეკონომიკა: საქართველოს მთიანი კურორტების ნაწილმა ნაადრევად დაასრულა სეზონი | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აცივებასთან დაკავშირებით მთიანი კურორტების ნაწილმა ნაადრევად დაასრულა ზაფხულის სეზონი. ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ დამსვენებელთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა, ახალი ტურისტები კი არ ჩამოდიან. შესაბამისად, ბაკურიანში სეზონი პრაქტიკულად დასრულდა. წელს, ივლისიდან დაწყებული, კურორტს 25 ათასი ადამიანი ეწვია. ცენტრში აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, ვინაიდან სექტემბერში უცხოელ ტურისტთა აქტიურობას ელიან. მათი განმარტებით უცხოელები ბაკურიანში პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ადიან. ამას გარდა, სექტემბერ-ოქტომბერში ბაკურიანის სასტუმროები სხვადასხვა კონფერენციების მოლოდინში არიან. ამასთან ერთად, წინა წელთან შედარებით, წელს ბაკურიანი ტურისტებს გარემონტებული გზით შეეგება. ასევე გადაიჭრა ენერგო- და გაზის მიწოდების პრობლემა. ბაკურიანისაგან განსხვავებით ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, დამსვენებელთა რიცხვი არ შემცირებულა. მათი თქმით, ყველა სასტუმრო გავსებულია, ისევე როგორც გაქირავებული საოჯახო სასტუმროები და კერძო სექტორი. ცენტრის ინფორმაციით, ბორჯომს 65-70 ათასი შიდა ტურისტი ესტუმრა. წინა წელთან შედარებით უცხოელ ტურისტთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა და 10 ათასს აჭარბებს. სეზონი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო უცხოელები ბორჯომში ოქტომბერშიც ჩამოდიან. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3266.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 აგვ. 2011, 20:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.