პოლიტიკა: რასმუსენი: ნატო აფხაზეთის არჩევნებს არ აღიარებს | საქართველოს ამბები | ||
ნატო აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ნატოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. "ასეთი არჩევნების ჩატარება არ შეესაბამება საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და ხანგრძილ რეგულირებას. ალიანსი ისევ აცხადებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას საერთაშოროდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში"–ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში. 26 აგვისტოს შემდგარი აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩვენებში, წინასწარი ინფრომაციის თანახმად, გამარჯვება ალექსანდრ ანკვაბმა მოიპოვა, რომელმაც არჩევნებში ხმების 64,86 % დააგროვა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ანკვაბს გამარჯვება უკვე მიულოცა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3265.html
| |||
განათავსა - consul | 27 აგვ. 2011, 19:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.