პოლიტიკა: ცხინვალის გადარჩენის ერთადერთი გზა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადების თანახმად, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენები ვიღაცისთვის შეიძლება დღესასწაულის მიზეზი იყოს. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი ახალგაზრდების გადაწყვეტილებაზე გააკეთა, რომელებიც ახალგორში რუსული დროშის აღმართვას გეგმავდნენ. მისი თქმით, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს ამ ახალგაზრდებზე, თუმცა ცხინვალში არსებული მდომარეობა, ახლოს არის სანიტარულ კატასტროფასთან, რომელიც არ უნდა იქცეს დღესასწაულის მიზეზად. "ამჟამად, იქ არსებული საკვები პროდუქტების ფასები სამ–ოთხჯერ აღემატება დანარჩენ საქართველოში არსებულ ფასებს. და ეს ხდება იმ გარემოებების არსებობისას, როდესაც ამ რეგიონის მოსახლეობას სხვების დახმარება სჭირდება. რეგიონი, ფაქტიურად, მშვიდოებიანი მოსახლეობისგან მიტოვებულია, მათ ადგილზე კი დარჩა ახალგაზრდობა, რომელიც ე.წ მილიციას ექვემდებარება და უფროსი თაობა, რომელიც სამხედრო ბაზებს ემსახურება. ამ ფონზე გაუგებარი რჩება აღნიშნული ახალგაზრდების განზრახვა და მარიონეტული ლიდერების მიზეზი დღევანდელი დღის აღნიშვნისა"–აღნიშნა ბაქრაძემ. მისი აზრით, რეგიონის გადარჩენის ერადერთი გზა რუსეთის დროშის აღმართვაში კი არ მდგომარეობს, არამედ ქართველების მიღებისა და საქართველოსთან დაბრუნებაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3264.html
| |||
განათავსა - consul | 27 აგვ. 2011, 19:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.