პოლიტიკა: აფხაზეთში ალექსანდრ ანკვაბი იმარჯვებს | საქართველოს ამბები | ||
70%–იანი აქტიურების შედეგად სეპარატისტული აფხაზეთის ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად გამოაცხდა, ამის შესახებ სააგენტო "აპსნიპრესმა" 20.00 საათზე საარჩევნო პუნქტების დახურვის შემდეგ განაცხადა. ცოტა ხნის წინ ცეესკომ განაცხადა, რომ არჩევნების წინასწარი შედეგები შაბათს 12.00 საათზე გამოქვეყნდება. წინასწარი ინფრომაციის თანახმად, ალექსანდრ ანკვაბმა გაიმარჯვა დაახლოებით ხმათა 55 პროცენტით. თბილისში მიიჩნევენ , რომ 26 აგვისტოს, სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები წინა არჩევნების მსგავსია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრში ამ არჩევენებს უკვე უწოდეს "ცინიკური" რომელიც რუსი ოკუპატებისა და მარიონეტული რეჟიმის მიერ ძალადობით განხორციელდა. პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს არჩევნები სხვა არაფერია თუ არა,აფხაზეთის ხელისუფლების გადაცემა სხვა კლანის ხელში, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3263.html
| |||
განათავსა - consul | 27 აგვ. 2011, 19:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.