გარემო: ბათუმში გამწვანების ახალ პროექტს აპროტესტებენ | საქართველოს ამბები | ||
ბათუმის მაცხოვრებლები მრავალსაუკუნოვანი ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ ქალაქში ხეების გამოჩეხვით იცვლება მიკროკლიმატი და ეკოლოგიურ პრობლემებთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხე ჩნდება. ბათუმის მაცხოვრებელი, ეკოლოგი ნოდარ ჩხეიძე აცხადებს, რომ ეს პრობლემა უკვე გახდა აქტუალური ქალაქისთვის, რამდენადაც საუკუნოვანი ხეების მასიური გაჩეხვა მიმდინარეობს. მას მიაჩნია, რომ ხეები კი არ უნდა გაჩეხონ, არამედ სხვა ადგილებში გადარგონ. როგორც ქალაქის საკრებულოს ფრაქციის „ბათუმისთვის“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა განაცხადა, ქალაქის გამწვანების საკითხი მთლიანად არის დამოკიდებული ხელისუფლებების ნებაზე. მისი თქმით, მას არა თვითმმართველობის ორგანო, არამედ ქვეყნის პრეზიდენტი წყვეტს. მემედ აბაშიძის პროსპექტზე ხეები კომპანია „მწვანე ბათუმმა“ გაჩეხა. მაშინ გაჩეხვის მიზეზად ასახელებდნენ ამ გზის რეაბილიტაციასა და ტროტუარების გაფართოებას, ველოტრასების დაგებას. გაზეთ „რეზონანსში“ გამოაქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ქართული ქალაქები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას“ მოცემულია ბათუმის მერიის კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ ძველი ხეები გარემონტებული შენობების ფასადებს ფარავდა, რის გამოც ისინი გაჩეხეს. „რეზონანსის“ სტატიას დეზინფორმაცია უწოდა ბათუმის გამწვანების სამსახურის უფროსმა კახა გუჩმანიძემ. მისი თქმით, ქალაქში გამწვანების თვალსაზრისით აგროტექნიკური სამუშაოები ტარდება. მისი თქმით, ყველა გაჩეხილი ხე ავად იყო. ამავე დროს, მწვანეთა მოძრაობის ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი მარინა ჟორდანია აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე ხეები კი არ უნდა გაჩეხონ, არამედ უნდა იქმნებოდეს დამატებითი მწვანე ზონები. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3253.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 აგვ. 2011, 19:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.