პოლიტიკა: ოპოზიცია: დასავლეთი საქართველოს ავტორიტარულად სააკაშვილის პრემიერობის შემთხვევაშიმიიჩნევს | საქართველოს ამბები | ||
დასავლეთი „საქართველოს ავტორიტარულ ქვეყნად მიიჩნევს“ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს უფლებამოსილებათა ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრად გახდომასა და ხელისუფლებაში დარჩენას მოისურვებს, განაცხადა ხუთშაბათს, 25 აგვისტოს, ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. „მოვლენების ასეთი განვითარებისას დასავლეთი საქართველოს დაივიწყებს, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაცივებას ექნება ადგილი“, - თქვა მან. „მაგრამ ის, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩება, არ იქნება. იგი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს, პირდაპირ ვამბობ ამას“, - განაცხადა ალასანიამ. „გარანტიის როლს შეიძლება ასრულებდეს შეხვედრები ქართველ ამომრჩევლებთან. ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში სააკაშვილს ვეღარ აიტანს“, - ხაზი გაუსვა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, „მოსახლეობა მხოლოდ იმას ელის, როდის ამოეწურება სააკაშვილს ვადა, ხოლო ვის აირჩევენ ისინი შემდეგში, მათი საქმეა“. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს შედგება და ოპოზიციონერს, რომელიც დასავლეთში სიმპატიებით სარგებლობს, იმედოვნებს, რომ ისინი იქნება „რევოლუციური“ და სააკაშვილისა და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას ბოლოს მოუღებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3252.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 აგვ. 2011, 19:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.