საზოგადოება: გაერო: მსოფლიოში 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიოში 12 მლნ-ზე მეტ ადამიანს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არა აქვს (აპატრიდები). ამის შესახებ დღეს, 25 აგვისტოს, განაცხადა ლტოლვილთა საქმეების გაეროს უმაღლესმა კომისარმა ანტონიო გუტერეშმა. მოქალაქეობის არმქონე ადამიანების პრობლემა სულ უფრო მწვავდება იმის გამო, რომ ასეთი სტატუსის მქონე მშობელთა ბავშვებიც ასევე აპატრიდები ხდებიან. განსაკუთრებით მწვავედ აღნიშნული საკითხი დგას სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. „ამ ადამიანებს უკიდურესად სჭირდებათ დახმარება, იმიტომ რომ ისინი მუდმივად საშინელ სამართლებრივ იზოლაციაში იმყოფებიან“, - აღნიშნა გუტერეშმა. პირებს მოქალაქეობის გარეშე ელემენტარული უფლებები არა აქვთ: კერძო საკუთრების გაფორმება, ბანკში ანგარიშის გახსნა, ქორწინების რეგისტრაცია ან მოწმობის მიღება ბავშვების დაბადების შესახებ. ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტების არარსებობის გამო ზოგიერთს აპატიმრებენ კიდეც. ადამიანები მოქალაქეობის გარეშე მთელი რიგი მიზეზების, მათ შორის სახელმწიფოს დაშლის შედეგად შეიძლება დარჩნენ. დღეისათვის კონვენციას აპატრიდების სტატუსის შესახებ მსოფლიოს 66 ქვეყანამ მოაწერა ხელი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3241.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.