მეცნიერება-ტექნოლოგიები: ჩინეთი პერსონალური კომპიუტერების მსოფლიოს უმსხვილესი მომხმარებელი გახდა | მსოფლიოს ამბები | ||
ჩინეთი მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესი მომხმარებელი გახდა და პირველად ისტორიაში აშშ-ს გაუსწრო. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპიუტერთა მიწოდებების მოცულობა ჩინეთში 14%-ით, 18.5 მილიონ პერსონალურ კომპიუტერამდე გაიზარდა. შეერთებულ შტატებს ეს მაჩვენებელი 4.8 პროცენტით, 17.7 მილიონ პერსონალურ კომპიუტერამდე შეუმცირდა. ჩინეთი მთლიანობაში მიმდინარე წლის შედეგებით პირველობას აშშ-ის დაუთმობს, მაგრამ ყველა შანსი აქვს, 2012 წელს მსოფლიო ლიდერი გახდეს. ასეთი პროგნოზია შესული კვლევით კორპორაცია International Datacasting Corporation (IDC)-ის ბოლო მოხსენებაში. საჭიროა აღინიშნოს, რომ IDC-ის მოხსენებაში ასახულია მიწოდებების, მაგრამ არა გაყიდვების მოცულობები. „პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე ჩინეთის ლიდერის პოზიციები არის უმსხვილესი ძვრა, რომელიც განპირობებულია კეთილდღეობის ზრდით დინამიურად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შედარებითი სტაგნაციის ფონზე, რომელიც უფრო მწიფე ეკონომიკის მქონე რეგიონებში შეინიშნება“, - აღნიშნა IDC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ლორენ ლოვერდემ ოთხშაბათს სააგენტო Bloomberg-ის ახალი ამბების სამსახურისთვის გავრცელებულ ინტერვიუში. კორპორაციის ექსპერტთა აზრით, პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ არა იმდენად შეცვალა ტენდენცია, რამდენადაც განამტკიცა და დააჩქარა იგი. ჩინეთში იმაზე უფრო მეტი ინტერნეტის მომხმარებელი ცხოვრობს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ქვეყანაში - ამ მაჩვენებლით ჩინეთმა აშშ-ს ჯერ კიდევ 2008 წელს გაუსწრო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3240.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 20:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.