ეკონომიკა: ტურიზმის თვალსაზრისით საქართველო „დაუფასებელი“ ქვეყნების რიცხვში დასახელდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
გამოცემა Wise-Travel-მა საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით „დაუფასებელი“ ქვეყნების რიცხვში დაასახელა. როგორც გამოცემა წერს, მოგზაურთა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი წყვეტს კავკასიის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სტუმრობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები თავიანთი ათასწლიანი ცივილიზაციითა და ისტორიული ძეგლებით ტურისტებს ხიბლავს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო თავისი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. „მიუხედავად მრავალი ისტორიული და პოლიტიკური სირთულისა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში, უცხოელები, რომლებიც ამ კავკასიურ ქვეყნებს ესტუმრებიან, მუდმივად იგრძნობენ საკუთარ თავს უსაფრთხოდ“, - წერს გამოცემა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3235.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 აგვ. 2011, 19:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.