პოლიტიკა: მიხეილ სააკაშვილი: „საქართველო მტერს კურორტებით შეეწინააღმდეგება“ | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() აღნიშნული განცხადება მან საქართველოში ახალი შავი ზღვის სანაპიროს კურორტის - ანაკლიის საზეიმო გახსნაზე გამოსვლის მსვლელობაში თქვა. „თუ ახლა მეორე მხარე გვისმენს, განგაში არ გამოაცხადონ, ვინაიდან ეს მხოლოდ ფეირვერკებია, - განაცხადა სააკაშვილმა. - რაკეტების მათ არც თუ ისე ეშინიათ... მაგრამ ფეირვერკების, სიმღერებისა და, რაც მთავარია, თავისუფლებისა და მშენებლობის სულისა მათ სიკვდილივით ეშინიათ“, - დაამატა სააკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთმა გამყოფი კედელი ააშენა და აფხაზეთში სამხედრო ძალის გაზრდა დაიწყო და ასეთ გარემოებაში მრავალი ქვეყანა, შესაძლოა, თავდაცვის სანგარების მშენებლობითა და ჯარისკაცების განთავსებით უპასუხებდა, „რათა მტრის შემდგომი შემოსევა აეცილებინა თავიდან“. „ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ და, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ - სანგარების მაგივრად 5 და 7-ვარსკვლავიანი სასტუმროების აშენება, ხოლო ნაღმების ნაცვლად - საუკეთესო აკვაპარკებისა ევროპაში, ახალი სამხედრო ბაზრების მაგივრად - ამ უზარმაზარი ამფითეატრისა თავისი დისკოთეკით; ასევე ახალი, ლამაზი საფეხბურთო მოედნებისა, სადაც ძალიან საინტერესო სპორტული კომპლექსები შეიქმნება; ახალი სპა-კურორტისა, სადაც გოგირდის წყალი გავიყვანეთ“, - განაცხადა მან. სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2015 წლისთვის საქართველოში 7-8 მლნ ტურისტი ჩამოვა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3231.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 აგვ. 2011, 20:04 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.