ეკონომიკა: საქართველოში ბენზინზე ფასების კლება დაიწყო | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
დღეს, საქართველოში ბენზინზე ფასების კლება დაიწყო. პირველ ეტაპზე, საცალო ქსელში, ბენზინის ფასმა 5 თეთრით მოიკლო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალიშვილმა განაცხადა, ბოლო დროის განმავლობაში, აშშ– ში მიმდინარე მოვლენების გამო, მსოფლიო სავაჭრო ბაზარზე, ნავთობის ფასი დაეცა. "პარალელურად დაეცა ბენზინის საერთაშორისო ფასებიც. ცნობილია, რომ ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ბაზრებზე არსბულ მდომარეობაზე მთლიანადაა დამოკიდებული. კომპანიას აქვს იმის რესურსი, რომ ხვალ ან ზეგ, საქართველოში ბენზინის ფასი შემცირდეს"–აღნიშნა მან. მთვრალიშვილი განმარტავს, რომ ბოლო დროის განმავლობაში, გარკვეული პრობლემები წარმოიშვა საწვავის გადატანასთან დაკავშირებით და რომ არა ეს პრობლემები, ფასები მანამდეც შემცირდებოდა. მისი თქმით, ფასების შემცირება მნიშვნელოვანია მომხმარებლებისთვის, რადგან ზაფხულობით საწვავზე მოთხოვნა იზრდება. "თუ გადავხედავთ სტისტიკას, ზაფხულის პერიოდში, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი არ მცირდება. მომხდარი ბოლო წლების განმავლობაში უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან ზაფხულობით მოთხოვნა იზრდება, რის შესაბამისადაც ფასებიც უნდა გაიზარდოს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3220.html
| |||
განათავსა - consul | 23 აგვ. 2011, 18:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.