aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეკონომიკა: აშშ-მ კრიზისის პერიოდში ბანკებს ასტრონომიური თანხის კრედიტები გასცა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (ფსს) კრიზისის პერიოდში ქვეყნის უმსხვილეს ბანკებს 1.2 ტრილიონი დოლარის საერთო თანხის კრედიტები გასცა.



როგორც Bloombergაღნიშნავს, ეს თანხა დაახლოებით 2010 წლის აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს უდრის (1.29 ტრლნ დოლარი), ხოლო თუ მას ერთდოლარიან კუპიურებში გადავიყვანთ, მაშინ კრედიტების თანხა ოლიმპიური ზომის 539 აუზს შეავსებს.


Bloomberg-ის მონაცემებით, სახელმწიფო მხარდაჭერის უმსხვილესი მიმღებნი გახდნენ ბანკები Morgan Stanley, Citigroup დაBank of America. 2007 წლის აგვისტოდან 2010 წლის აპრილის ჩათვლით მათ ფსს-საგან მიიღეს 107.3 მილიარდი, 99.5 მილიარდი და 91.4 მილიარდი დოლარი, შესაბამისად.


ფსს-საგან კრედიტების მიმღებთა შორის არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული ბანკებიც გახდნენ. ასე, ევროპის ფინანსურ ორგანიზაციებს შორის ყველაზე დიდი სესხი ფსს-საგან - 84.5 მილიარდი დოლარი - მიიღო ბრიტანულმა Royal Bank of Scotland-მა. შვეიცარიის UBS-მა 77.2 მილიარდი, ხოლო გერმანულმა Hypo Real Estate Holding-მა - 28.7 მილიარდი დოლარი მიიღო.


კრიზისის პერიოდში ფსს-მა აშშ-ის ფინანსური ორგანიზაციების დაკრედიტების 11 პროგრამა განახორციელა, რათა ქვეყნის საბანკო სისტემის სტაბილურობა შეენარჩუნებინა. კერძოდ, პროგრამა TARP-ის ფარგლებში ქვეყნის ბანკებს 700 მილიარდი დოლარი გადაეცათ.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3215.html
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 18:00 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: აშშ-მ კრიზისის პერიოდში ბანკებს ასტრონომიური თანხის კრედიტები გასცა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian