ეკონომიკა: 2015 წლისთვის საქართველოს დაახლოებით 7-8 მილიონი ტურისტი ესტუმრება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2015 წლის მოდერნიზაციის გეგმით, საქართველოს დაახლოებით 7-8 მილიონი ტურისტი ესტუმრება. ამის შესახებ ანაკლიაში გამოსვლის დროს ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2013 წელს ამ ადგილას, „სადაც კალოშებიანი დამპყრობელი ჯარისკაცების გარდა ძალითაც ვერ შეაგდებდი ვერავის, ათასობით სასტუმრო ადგილი იქნება“. „ეს წელიწადში 200 ათას დამსვენებელს ნიშნავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 2013 წელს აქ წელიწადში 200 ათასი დამსვენებელი იქნება. ეს უფრო მეტია, ვიდრე, მაგალითად, აჭარაში ასლან აბაშიძის პერიოდში იყო. 2015 წელს, რომელსაც განვსაზღვრავ როგორც გარკვეულ ზღვარს, თითქმის 400 ათასი დამსვენებელი იქნება“, - განაცხადა სააკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ წელს, ოქტომბერში, იწყება ფოთი-ანაკლიას გზის მშენებლობა, რომელიც მთელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აიგება და ანაკლიიდან ფოთში მგზავრობა 15 წუთში, ხოლო ბათუმში - 50 წუთში იქნება შესაძლებელი. „ესეც თქვენ სენ-ტროპე ნიცა, როგორც ამას წარმოვიდგენ, და ოდნავ უკეთესიც კი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3214.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:59 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.