პოლიტიკა: ქათამაძე: უკრაინა და საქართველო ევროკავშირში შევლენ | საქართველოს ამბები | ||
თვალმისაწვდომ მომავალში უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, ევროპის კავშირის წევრი გახდება. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ელჩმა კიევში გრიგოლ ქათამაძემ. „უკრაინა ძალიან მტკიცედ და მშვიდად უყურებს მომავალში და მძლავრი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მსურს ამ საიუბილეო დღეებში უკრაინასა და უკრაინულ ხალხს დიდი წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, რომ კარზეა მომდგარი ის დრო, როდესაც უკრაინა ევროპასა და ევროპის კავშირში თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს, ისევე როგორც საქართველო“, - თქვა მან „რადიო თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში. „საქართველოში ძალიან ვღელავდით იმის გამო, რომ 1990-იან წლების დასაწყისში ყირიმში პრობლემები წარმოიშვა. მახსოვს, რომ მანდ ჩასვლა, სახლიდან სახლამდე სიარული და იმის თქმა მინდოდა, რომ პროვოკაციებს არ აჰყოლოდნენ, რომ უკრაინაში არ მომხდარიყო ისე, როგორც საქართველოში. ვგულისხმობ პრობლემებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მადლობა ღმერთს, რომ უკრაინელ პოლიტიკოსებს ეყოთ სიბრძნე, გამძლეობა და პროვოკაციებს არ აჰყვნენ“, - ასევე განაცხადა ქათამაძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3213.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.