ეკონომიკა: სააკაშვილი: ანაკლია შავი ზღვის სანაპიროს შარმ-ელ-შეიხი გახდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 22 აგვისტოს, ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „ოქროს საწმისი“ გახსნა. ახალ სასტუმროში 105 ულტრათანამედროვე ნომერია. საქართველოს პრეზიდენტმა როგორც სასტუმრო ნომრები, ისე VIP-აპარტამენტები დაათვალიერა, რომლებიც მაღალი რანგის სტუმრებზეა გათვლილი. სააკაშვილის განცხადებით, მალე ანაკლია შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე სასურველი საკურორტო ადგილი გახდება. „მრავალ საპრეზიდენტო სასტუმრო ნომერში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი არ მინახავს. ანაკლია შავი ზღვის სანაპიროზე საუკეთესო კურორტი იქნება. ეს შავი ზღვის სანაპიროს შარმ-ელ-შეიხი იქნება, ხოლო ანტალიასა და სხვა კურორტებს გვერდზე დატოვებს“, - განაცხადა სააკაშვილმა. სასტუმროს დათვალიერების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიის ბულვარისკენ გაემართა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. გაკეთდა სამახსოვრო ფოტოსურათებიც. დღესვე სააკაშვილმა სხვა ახალი სასტუმრო „გესთ ჰაუსის“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ფრიდონ თოდუასთან ერთად მან მომავალი შენობის ფუნდამენტში სიმბოლური კაპსული ჩადო. სავარაუდოდ, სასტუმრო ექსპლუატაციაში მომავალი წლის აგვისტოში შევა. პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს ანაკლიას ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3212.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 აგვ. 2011, 17:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.