საზოგადოება: შეწყალების კომისიის წევრები 230 მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს | საქართველოს ამბები | ||
შეწყალების კომისიის წევრები 230 მსჯავრდებულის განცხადებას განიხილავს. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს. როგორც სხდომის დაწყებამდე, კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ განაცხადა, შეწყალების წერილი 39-მა ქალმა და 18-მა არასრულწლოვანმაც დაწერა. "განცხადებების შორის არის სხვადასხვა კატეგორიის საქმე, მაგრამ უპირატესობა მიენიჭება მსუბუქ დანაშაულსა და იმ მსაჯავრდებულების საქმეებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ"-აღნიშნა მან. მსჯავრდებულთა სია, რომლებსაც კომისია რეკომენდაციებს მისცემს, პრეზიდენტს წარედგინება. შეწყალება 28 აგვისტოსთვის, წმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისთვის იგეგმება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3202.html
| |||
განათავსა - consul | 22 აგვ. 2011, 20:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.