კულტურა: ხატიაშვილი პრეზიდენტს ურჩევს რობერტ სტურუას ბოდიში მოუხადოს | საქართველოს ამბები | ||
ადვოკატების ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ურჩევს რობერტ სტურუას წინაშე ბოდიში მოიხადოს. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილება უნდა უარყოს და სტურუა უკან უნდა დააბრუნოს. "მე ვშიშობ, რომ ჩვენ საზოგადოდ დასაცინი გავხდებით. სააკაშვილის ანტინაციონალური რეჟიმის გადაწყვეტილება, რომელიც რამოდენიმე დღის წინ იქნა მიღებული, ჩემში განგაშს იწვევს და სტურუას გადაყენება რუსთაველის სამხატვრო თეტრის ხელმღვანელის თანამდებობიდან პირველ რიგში რეჟისურისთვისაა დიდი დარტყმა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ან დავკარგავთ მის შექსპირს, რომელსაც სტურუა ინგლისელებს უკეთ დგამს ან მის ჩეხოვსდავკარგავთ, რომელსაც იგი რუსებზე კარგად დგამს. ვფიქრობ, რომ ვერავინ შეცვლის დიდ მაესტროს. გასაკვირია, რომ ქსენოფობიით დაავადებულ რეჟისორს დიდი სიხარულით იწვევენ ინგლისის სამეფო თეატრში, რუსეთის 5 წამყვანი თეატრალური კოლექტივში და კიდევ მრავალი სხვა. ვფიქრობ ჩვენ უფრო სერიოზულად და პრაგმატულად უნდა მივუდგეთ ეროვნულ ღირებულებებს და ამ შემთხვევაში კი ფენომენს რობერტ სტურუას. მე ვურჩევ თვითმარქვია პრეზიდენტს უარყოს თავისი გადაწყვეტილება და ბოდიში ჯერ მაესტროს წინაშე, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეების წინაშე უნდა მოიხადოს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3201.html
| |||
განათავსა - consul | 22 აგვ. 2011, 20:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.