პოლიტიკა: ამბოხებულთა რაზმები ტრიპოლში შევიდნენ | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბილელი ამბოხებულების რაზმები ტრიპოლის დასავლეთ სექტორში შევიდნენ და ამ მომენტისათვის ისინი პრაქტიკულად არ ხვდებიან წინააღმდეგობას კადაფის ძალების მხრიდან, იუწყება Reuters. ძნელი სათქმელია, თუ ზუსტად რამდენმა ამბოხებულმა შესძლო ტრიპოლში შეღწევა, თუმცა მანამდე სანაპირო გზაზე,რომელიც ქალაქში მიდის, შემჩნეული იქნა რამოდენიმე ათასი მოამბოხე. Sky News-ის ინფრომაციის თანახმად, მეამბოხეებს ტრიპოლიდან 8 კილომეტრი აშორებს. დედაქალაქის მოქალაქეები ხვდებიან მათ და ესალმებიან. რამოდენიმე საათით ადრე მუამარ კადაფი აუდიომიმართვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ტრიპოლში "ბოლომდე" დარჩება და თავის მხარდამჭერებს მოუწოდა მეამბოხეებისგან ქალაქის გათავისუფლებისაკენ. კადაფმა ასევე განაცხადა, რომ "ტრიპოლში ცეცხლი გაჩაღდება" და დაპირდა, რომ ყველას მიცემს იარაღს, ვინც მზად იქნება ებრძოლოს მეამბოხეებს. კვირა დღეს, მეამბოხეებმა ტრიპოლის სამხედრო ბაზა დაიკავეს, რომელიც ლიბიელი მეომრების დასაყრდენი პუნქტი იყო. "მე დავინახე მეამბოხეების ტვირთი, რომელიც სავსე იყო საბრძოლო მასალით,"-განაცხადა კორესპოდენტმა CNN sarasidnerCNN-მ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3200.html
| |||
განათავსა - consul | 22 აგვ. 2011, 20:09 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.