პოლიტიკა: ძიძიგური:გიორგობიანის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან ის გერმანიის მოქალაქეა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გიორგობიანის ძებნის გამოცხადება "ინტერპოლის" მეშვეობით, უკანონობა და არაგონივრულია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლობას დასავლეთ ევროპაში, ძიძიგურის თქმით, ამ თანამდებობას ისევ გიორგობიანი დაიკავებს, რადგან "ესპანეთის პოლიცია მალევე გაათავისუფლებს მას." შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამართალდამცველებმა საქართველოს ტყის დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი დააკავეს. ესპანური მედიის თანახმად, ქართული მხარე გიორგობიანის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვს, თუმცა ესპანური მხარის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ საქართველომ გიორგობიანის საერთაშორისო ძებნა რამოდენიმე წლის წინ გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. უფრო კონკრეტულად, ქართველი სამართალდამცველები გიორგობიანს უფლებამოსილების გადაჭარბებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. თავად გიორგობიანი თავს პოლიტიკურ ლტოლვილად მიიჩნევს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3196.html
| |||
განათავსა - consul | 22 აგვ. 2011, 19:56 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.