პოლიტიკა: ჰონდურასი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ 20 აგვისტოს ჰონდურასის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენლებთან პოლიტიკური კონსულტაციები ჩაატარა. ჰონდურასის მხარეს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალდენ რივერა და პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი რობერტო ოჩოია მადრიდი, საქართველოს დელეგაციას - ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ყველაშვილი და მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი გვარამ ხანდამიშვილი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, კონსულტაციების ფარგლებში განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების, გაღრმავება, სამართლებრივი ბაზის განმტკიცება და სავაჭრო კავშირების გაფართოება. მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთახმდნენ. ჰონდურასის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჰონდურასს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3195.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 აგვ. 2011, 19:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.