პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: დღეს კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ საქართველოში არც სასამართლო არააარცსამართლიანობა | საქართველოს ამბები | ||
დღეს კიდევ ერთხელ გახდა აშკარა, რომ საქართველოში არც სასამართლო არაა, არც სამართლიანობა, მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მის მეუღლეს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ექს-შეფს ბადრი ბიწაძეს 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი თქმით, ბიწაძის საქმე სტრასბურგამდე მივა და აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. „ადამიანს ბრალდება წაუყენეს ჯგუფურ დანაშაულში ისე, რომ არ არიან არც დანაშაულის თანამონაწილეები, რომელთა წინააღმდეგ საქმეა აღძრული, არც ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს ან რომლებსაც ამ დანაშაულის ჩადენის განხორციელების მცდელობა ჰქონდათ. ეს არის ერთი რგოლი იმ უსამართლობისა, რომელიც ქვეყანაში მეფობს. ეს ჯაჭვი უნდა შეწყდეს. ძალიან მალე ყველა იქნება თავისუფალი, ხოლო პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელი და ისინი, ვინც უსამართლობას ადგენს, აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - თქვა ბურჯანაძემ. მისი თქმით, საქმე სააპელაციო სასამართლოში იქნება გასაჩივრებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 აგვისტოს, ქალაქის სასამართლომ ბადრი ბიწაძეს 5 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ეს გადაწყვეტილება დაუსწრებელია, ვინაიდან ბადრი ბიწაძის ადგილმდებარეობა უცნობია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3187.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 აგვ. 2011, 20:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.