aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 ეკონომიკა: აშშ-ის უმსხვილესი ბანკი ათასობით თანამშრომელს დაითხოვს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აქტივების სიდიდით აშშ-ის უმსხვილესი ბანკიBank of Americaსექტემბრისთვის 3500 სამუშაო ადგილს შეამცირებს და რესტრუქტურიზაციას ჩაატარებს, რომელმაც შეიძლება კიდევ ათასი სამუშაო ადგილის ლიკვიდაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. გათავისუფლება შეეხება აშშ-ის ყველა ქვედანაყოფს, მათ შორის საინვესტიციო-საბანკო და სავაჭრო ქვედანაყოფებს. ბანკის თანამშრომელთა ნაწილმა უკვე მიიღო უწყებები გათავისუფლების შესახებ.



ბანკში ჯერ არ განუსაზღვრებიათ შემცირებათა შესაძლო მასშტაბი, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ლიკვიდირებული იქნება, სულ ცოტა, 10 000 სამუშაო ადგილი.


ბოლო წლის განმავლობაში Bank of America-მ სამომხმარებლო იპოთეკის ქვედანაყოფში 20 მლრდ-ზე მეტი დოლარი დაკარგა. 2011 წლის ივნისში ბანკმა იმ ინვესტორებისათვის, რომლებმაც იპოთეკურ ფასიან ქაღალდებში ფული დააბანდეს, 8.5 მლრდ დოლარის გადახდა გადაწყვიტა, ახლა კი უპირისპირდება მრავალ სასამართლო სარჩელს, რომლებიც იპოთეკის საკითხებს უკავშირდება.


აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა სადაზღვევო კომპანია AIG-მ Bank of America-ის მიმართ მილიარდი დოლარის სარჩელი შეიტანა. AIG ადანაშაულებს Bank of America-ს, ასევე მასში შემავალ Countrywide-სა და Merrill Lynch-ს ფასიან ქაღალდებში ჩართული და ინვესტორებისათვის მიყიდული იპოთეკური ინსტრუმენტების ხარისხის ამაღლებაში. სულ იპოთეკურ ობლიგაციებში დაბანდებულ ინვესტიციებზე სადაზღვევო კომპანიამ 27 მლრდ დოლარი დაკარგა, ხოლო Bank of America 10 მლრდ-მდე დოლარის გადახდევინებას ცდილობს.


Reutersაღნიშნავს, რომ ეკონომიკის მერყეობებისადმი მგრძნობიარე მსოფლიო ბანკებმა ბოლო დროს იტყობინებიან შტატების შემცირებაზე თითქმის 50 ათასი ადამიანით, რომელიც იწყება ახლა და უახლოეს წლებში გაგრძელდება. ყველაზე მასშტაბური შემცირებები გამოაცხადეს HSBC-მა და Lloyds Banking Group-მა.
წყარო - lenta.ru

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3185.html
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:30 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: აშშ-ის უმსხვილესი ბანკი ათასობით თანამშრომელს დაითხოვს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 16 ნოემბერი 2024
  • English Georgian