მეცნიერება-ტექნოლოგიები: ნიდერლანდებში ადამიანის ტყვიაგაუმტარი კანი შექმნეს | მსოფლიოს ამბები | ||
ბიოქიმიკოსებმა ნიდერლანდებიდან მსოფლიოში ადამიანის ყველაზე გამძლე კანი შექმნეს. მისი გახვრეტა ტყვიასაც კი არ შეუძლია. აღნიშნული კანი სინთეზირებულ იქნა ობობის ქსელისა და თხის რძისაგან, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხოველებისაგან მიიღეს. ობობის აბრეშუმის საფუძველზე, რომელიც მაღალი გამძლეობით გამოირჩევა, და თხის რძის საფუძველზე, რომელშიც ცილის - ობობის ქსელის მთავარი კომპონენტის მაღალი კონცენტრაცია შედის, შეიქმნა მასალა, რომელიც ფოლადზე ათჯერ უფრო გამძლეა. ადამიანში ასეთი კანის ჩანერგვის შემდეგ, იგი არა მხოლოდ ტყვიაგაუმტარი გახდება, არამედ შეძლებს ავარიებისა და ბუნებრივი კატასტროფებისაგან თავის დაცვას. მეცნიერებმა უკვე ჩაატარეს ადამიანში ახალი ტიპის კანის ნიმუშის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები. ექსპერიმენტის შედეგად ნიმუში არა მხოლოდ შეეგუა მატარებელს, არამედ ზრდაც კი დაიწყო. ამის გამო იგეგმება ადამიანის ორგანიზმის გენეტიკის შეცვლა ისე, რომ ტყვიაგაუმტარი ორგანიზმი შეიქმნას. ამდაგვარად, „იქს-ადამიანებისა“ და „ადამიანი-ობობის“ გაჩენა რეალობაში არც თუ ისე შორსაა, ოპტიმისტურად ირწმუნება РБК-daily. წყარო - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3183.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.