კულტურა: ლიანა ისაკაძე: რობერტ სტურუას გათავისუფლება საშინელებაა | საქართველოს ამბები | ||
ცნობილ ქართველ მევიოლინეს ლიანა ისაკაძეს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან რობერტ სტურუას გათავისუფლება „საშინელებად“ მიაჩნია, იტყობინება “GHN“. როგორც ლიანა ისაკაძემ სააგენტო „GHN“-თან საუბრისას თქვა, არ შეიძლება ამ ფაქტის „უბრალოდ“ დატოვება. „ასეთი რეჟისორის გათავისუფლება საშინელებაა. მე მგონია, რომ ეს რაღაც გაუგებრობაა და ეს შეიცვლება. ამ ფაქტის უბრალოდ დატოვება არ შეიძლება. თუ საქართველო რობერტ სტურუას დაკარგავს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება“, - თქვა ისაკაძემ. შეგახსენებთ, რომ გამოჩენილი რეჟისორი რობერტ სტურუა რამდენიმე დღის წინ საქართველოს კულტურის მინისტრის განკარგულებით გაათავისუფლეს. ნიკა რურუას თქმით, გათავისუფლება უკავშირდება რეჟისორის განცხადებებს სომხების მიმართ და იმას, რომ არ შეიძლება ქსენოფობიის წახალისება. თავად რობერტ სტურუამ აღნიშნა, რომ მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. „რასისტი არა ვარ!“, - განაცხადა რობერტ სტურუამ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3181.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.