საზოგადოება: საცხოვრებელ ბინაში ფანჯრების შესაცვლელად მერიის ნებართვა იქნება საჭირო | საქართველოს ამბები | ||
თბილისში საცხოვრებელ ბინაში ნებართვის გარეშე ფანჯრების შეცვლის შემთხვევაში დამრღვევებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. თბილისის მერიის განმარტებით, ცოტახნის წინ ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება. მათი ინფორმაციით, დადგენილების პროექტი მერიის მიერ იქნა ინიცირებული და მიზნად ისახავს მომსახურების გაუმჯობესებას, ასევე მშენებლობის ნებართვების გამარტივებას. ქალაქის ხელისუფლებების ცნობებით, აღნიშნული წესის გამარტივების შედეგად, ნებართვის გამცემი ორგანო საპროექტო ობიექტის მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილს ათანხმებს, დეტალური შიდა დაგეგმვისა და კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის გარეშე. შენობაში ძველი ფანჯრების ახლებზე შეცვლის შემთხვევაში პირმა უნდა მიმართოს მერიას, რის შემდეგაც 5 დღის განმავლობაში გაიცემა შესაბამისი ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში დამრღვევს სათანადო პასუხისმგებლობა დაეკისრება. აღნიშნულ ეტაპზე ჯარიმის სიდიდე არ კონკრეტდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3177.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.