საზოგადოება: თბილისის შესასვლელში მომსახურებისა და დასვენების კომპლექსი შენდება | საქართველოს ამბები | ||
თბილისში შესასვლელ გზაზე მომსახურებისა და დასვენების კომპლექსი შენდება. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად დაათვალიერა მშენებლობის მსვლელობა. კომპლექსი გერმანელმა არქიტექტორმა იურგენ მაიერმა დააპროექტა. პროექტით გათვალისწინებულია ბენზინგასამართი სადგურის, დასვენების კომპლექსისა და მომსახურების ცენტრის აშენება. დასვენების ცენტრში განთავსებული იქნება კვების ობიექტები, მინი რესტორანი, საბანკო მომსახურების მცირე ოფისი, მარკეტი. ტერიტორია გამწვანებული და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი იქნება. მოეწყობა პიკნიკისთვის განკუთვნილი ადგილებიც. ობიექტზე ასევე იქნება ავტოსადგური მსუბუქი ავტომანქანებისთვის, მიკროავტობუსებისა და ავტობუსებისთვის. ცალკე ადგილი გამოეყოფა სატვირთო ავტომანქანებს საბმურებით. მშენებლობა ივნისის ბოლოს დაიწყო და 2012 წლის ზაფხულში დამთვარდება. პროექტს, რომელზედაც 200-მდე ადამიანია დასაქმებული, ახორციელებს კომპანია „პმ-მოტორსი“. სულ ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ 16 მსგავსი კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3176.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.