პოლიტიკა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს მთავრობა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებასაგრძელებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „2010 წელს საქართველოს მთავრობა აგრძელებდა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცებას. მან ასევე გადადგა ნაბიჯები გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ანტიტერორისტული რეზოლუციების შესრულებისა და აშშ-თან და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. საქართველოს მთავრობამ გამოძიების შედეგად დააკავა ეჭვმიტანილები ტერორიზმში, მათ შორის პირები, რომლებიც ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდაში იყვნენ ჩართულები“, - აღნიშნულია მოხსენებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ის, რომ საქართველოს მთავრობას არ შეუძლია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის გაკონტროლება, ამცირებს მის შესაძლებლობას, ებრძოლოს ტერორიზმს ამ რეგიონებში და დაიცვას საზღვარი რუსეთთან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3175.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:21 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.