ეკონომიკა: რუსული კომპანია „ბორჯომის“ ყიდვას უახლოეს დღეებში აპირებს | საქართველოს ამბები | ||
რუსულმა კომპანიამ უახლოეს დღეებში „ბორჯომი“ შეიძლება შეიძინოს, თქვა „ახალი ამბების რუსული სამსახურის“ პირდაპირ ეთერში პოლიტილოგმა, ჟურნალისტმა და რუსეთის ქართველთა კავშირის წევრმა იგორ გვრიტიშვილმა, იუწყება “GHN“. „ბორჯომი“ კერძო კომპანიაა, მანდ ერთადერთი მფლობელი არაა და ეს ნამდვილად არ არის სახელმწიფო. სააკაშვილს ეს არ ეხება. მანდ ძალიან დიდი უცხოური კაპიტალია. „ბორჯომის“ 25% ამერიკულ კაპიტალს ეკუთვნის და ეს ამერიკული კაპიტალი ახლა აპირებს თავისი აქციები რუსულ კომპანიას მიჰყიდოს“, - აღნიშნა მან. კომპანიის სახელი გვრიტიშვილმა არ დაასახელა. თუმცა, მისი თქმით, გაყიდვასთან დაკავშირებული გარიგება უახლოეს დღეებში დასრულდება. ადრე ცნობილი გახდა, რომ „როსპოტრებნადზორმა“ შეიძლება „ბორჯომის“ მიწოდების ნება დართოს, რომელიც რუსეთში უკვე რამდენიმე წელია, რაც აკრძალულია. უწყებაში თქვეს იმაზე, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში (როსპოტრებნადზორი) შემოვიდა კომპანიის ოფიციალური მიმართვა რუსეთში მინერალური წყლის - „ბორჯომის“ შემოტანის თაობაზე. რუსეთში 2006 წლიდან საქართველოდან მინერალური წყლისა და ღვინის შემოტანაზე აკრძალვა მოქმედებს, გადმოსცემს tribuna.ru. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3174.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 აგვ. 2011, 19:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.