გარემო: პინგვინთა ბარტყები სრულყოფილი კონდიციონერები აღმოჩნდნენ | მსოფლიოს ამბები | ||
სამეფო პინგვინების - Aptenodytes patagonicus-ის ბარტყებს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლიათ სხეულის ტემპერატურის შემცირება 15 გრადუსით ცელსიუსით. ექსტრემალურ პირობებში მობინადრე ფრინველების უჩვეულო თერმორეგულაციის საკუთარი დაკვირვებები მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Nature Communications-ში წარმოადგინა. მოკლედ ნაშრომის შესახებ წერს ScienceNOW. სანამ სამეფო პინგვინების ბარტყები საკმარისად ზრდასრულები გახდებიან იმისთვის, რომ დამოუკიდებლად მოიპოვონ საკვები, მათ კვებაზე მშობლები ზრუნავენ. ხშირად ისინი შვილებს ხანგრძლივი დროით ტოვებენ - ზოგჯერ არყოფნა შეიძლება 5 თვეს აღწევდეს. ახალი ნაშრომის ავტორებმა გამოიკვლიეს, რა მოსდის ბარტყების სხეულის ტემპერატურას იმ პერიოდებში, როდესაც მათ მშობლები არ ათბობენ. მეცნიერებმა 3-დან 4 თვემდე ასაკის ფრინველებს თერმოდატჩიკები ჩაუდეს - მოწყობილობები შვიდი თვის განმავლობაში კუჭის, გულმკერდის ღრუსა და ცხიმის დაგროვებების ტემპერატურას ზომავდა. აღმოჩნდა, რომ ცივ ქარში მყოფი ბარტყების სხეულის ტემპერატურა შეიძლება არსებითად მცირდებოდეს. მეტიც, ფრინველები არსებითად ცივდებიან (დაცემა შეიძლება დაახლოებით 20 გრადუსს შეადგენდეს) ცივი საკვების მიღების დროსაც კი. სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი შემცირება საშუალებას აძლევს ცოცხალ არსებებს დიდი რაოდენობის ენერგია დაზოგონ, რომელიც შიდა ორგანოების გათბობაზე არ იხარჯება. თუმცა დღემდე ესოდენ მნიშვნელოვანი გაცივება მხოლოდ პატარა ცხოველებს შეენიშნებოდათ - სამეფო პინგვინთა ბარტყების მასა შეიძლება 10 კილოგრამს აღწევდეს. თერმორეგულაციის „არატრადიციული“ ხერხები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება ცხოველთა სამყაროში - კერძოდ, სხეულის ტემპერატურის რეგულაციის მრავალ ვარიანტს, როგორც ჩანს, დინოზავრები იყენებდნენ. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3173.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 აგვ. 2011, 20:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.