კულტურა: გურჯაანში რიყის ქვის კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს | საქართველოს ამბები | ||
გურჯაანში რიყის ქვის კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამას მარკოზაშვილმა უთხრა, ქანდაკება, სავარაუდოდ, ადრეული მიწათმოქმედების ეპოქას მიეკუთვნება. ქანდაკება მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. იგი ოვალური ფორმის შავი გახეხილი ქვებისაგან არის გაკეთებული. „ასეთი ქანდაკებები დიდი იშვიათობაა. აქამდე ანალოგიური ფიგურა ქვემო ქართლის სოფელ არუხლოში იქნა ნაპოვნი. აღმოჩენას დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. ტერიტორია, რომელზეც რიყის ქვის კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს, საკუთარ თავში კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს და აუცილებელია სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარება“, - განაცხადა მარკოზაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3161.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 აგვ. 2011, 19:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.