პოლიტიკა: ბენდუქიძე: ნებისმიერ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა ციხეში კორუმპირებული მოხელის გაგზავნით უნდა დაიწყოს | საქართველოს ამბები | ||
„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ყირგიზეთში, კორუფციასთან ბრძოლა ციხეში კორუმპირებული მოხელის გაგზავნით უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ქართველმა რეფორმატორმა კახა ბენდუქიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის დეპუტატებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მასშტაბური წმენდის ჩატარება მოხელეთა რიგებში. „უწყება, რომელიც იმის მაგივრად, რომ თავისი მოვალეობებით იყოს დაკავებული, აქეზებს მექრთამეობას, სახელმწიფო სისტემაში არ არსებობს. იგი ქაღალდზე არის“, - თქვა კახა ბენდუქიძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ქრთამებისთვის პატიმრობაა მიღებული „ჩვენთან აპატიმრებენ მინისტრებსაც და დეპუტატებსაც. რაშია საჭირო ცარიელი საუბრები? საჭიროა კეთება. საქართველოში, მაგალითად, რეფორმების დასპონსორების საჭიროება არ არის, და ეს მითია, რომ ამერიკამ რეფორმებისათვის საქართველოს 4 მილიარდი დოლარი გამოუყო. რატომ? ამ რეფორმებს თავად მაქვს ფული“, - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3156.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 აგვ. 2011, 19:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.