aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსულმა მხარემ საქართველოს საკონსულო სექციის ნორმალური ფუნქციონირება არ უზრუნველყო საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
მიუხედავად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალი მიმართვისა, რუსულმა მხარემ რუსეთში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირება არ უზრუნველყო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



უწყების ინფორმაციით, მიმდინარე თვეში უკვე მეორეჯერ, კერძოდ, 2011 წლის 17 აგვისტოს 10:40 საათზე ოსტოჟენკის ქუჩის #26/1-ის მისამართზე მდებარე შენობაში, საქართველოს ინტერესთა სექციას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც სექცია იძულებული იყო, შეეჩერებინა მოქალაქეთა საკონსულო მომსახურება.


„აღნიშნული ქმედებებით რუსული მხარე არღვევს 1961 წლის ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და შვეიცარიასა და რუსეთს შორის 2009 წლის 4 მარტს ნოტების გაცვლის გზით გაფორმებულ შეთანხმებას „შვეიცარიის კონფედერაციის მიერ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესთა დაცვის შესახებ“.


აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც შენობის კორუფციული გარიგებების გზით რამდენჯერმე შეცვლილი მფლობელების დაუსაბუთებელი მოთხოვნის საფუძველზე ხდება სექციის მუშაობის შეჩერება, რის გამოც, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. როგორც ცნობილია, 2011 წლის 12 აგვისტოს რუსეთის სსს-ში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შესთავაზა კონსულტაციების ჩატარება შვეიცარიული მხარის მონაწილეობით რუსეთში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსული სექციის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ 16 აგვისტოს - ქართული სექციისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე - ჩვენ კონსულტაციების ჩატარებაზე უარი მივიღეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მათ შორის განიხილება ქართული მხარის მიერ საპასუხო ზომების მიღების საკითხი“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3154.html
განათავსა - Drakula | 17 აგვ. 2011, 18:59 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსულმა მხარემ საქართველოს საკონსულო სექციის ნორმალური ფუნქციონირება არ უზრუნველყო" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian