პოლიტიკა: დარჩიაშვილი: სტურუას განცხადებები ეთიკურობისა და სოციალური წესების ფარგლებს სცდებოდა | საქართველოს ამბები | ||
მმართველ უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ რობერტ სტურუას, როგორ შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელძღვანელს, მეტი პასუხისმგებლობდა ეკისრებოდა, როდესაც იგი საჯარო განცხადებებს აკეთებდა. ასევე აღნიშნავენ, რომ სტურუას სპექტაკლების დადგმას არავინ უშლიდა ხელს. როგორც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აცხადებს, სტურუას განცხადებები ეთიკურობისა და სოციალური წესების იგნორირებით გამოირჩეოდა. „წარსულთან რაიმე ანალოგიების კეთება და რობერტ სტურუას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში დევნაზე საუბარი თითიდან ამოწოვილი, უმწეო არგუმენტებია. საქმე ისაა, რომ როდესაც სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა გიკავია და, ამგვარად, ხარ პირი, რომელსაც ადმინისტრაციული თანამდებობა გიკავია, მეტი პასუხისმგებლობა გაკისრია. ის, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში საინტერესო სპექტაკლებს დგამდი, არ ნიშნავს, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში განცხადებები და ქმედებები ადეკვატური და ბრძნულია. ბოლო დროს რობერტ სტურუას გამოთქმები სრულიად სცდებოდა ეთიკურობისა და სოციალური წესების ფარგლებს. არავინ აპირებს ხელყოფას მის შემოქმედებაზე, არავინ შეუშლის ხელს სტურუას სპექტაკლების დადგმას“, - განუცხადა დარჩიაშვილმა სააგენტო „პირველს“. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ შ. რუსთაველის სახელობის თეატრის ხელმძღვანელის გადადგომა მისი ქსენოფობური გამოთქმებით დაასაბუთა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3153.html
| |||
განათავსა - Drakula | 17 აგვ. 2011, 18:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.