ეს საინტერესოა: მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგში აშშ-ის სასწავლო დაწესებულებები ლიდერობს | მსოფლიოს ამბები | ||
შანჰაის ცზიატუნის უნივერსიტეტმა მსოფლიოს 500 საუკეთესო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, იუწყება “GHN“. პლანეტის ყველაზე ძლიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რიცხვში 151 ამერიკული უნივერსიტეტი შედის. რეიტინგის ლიდერთა სამეული ასევე აშშ-დანაა - ესენია ჰარვარდის უნივერსიტეტი, სტენდფორდის უნივერსიტეტი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, გადმოსცემს УКРИНФОРМ უნივერსიტეტის ვებ-საიტზე მინიშნებით. რეიტინგში წარმოდგენილი სასწავლო დაწესებულებების რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა გერმანიამ 39 სასწავლო დაწესებულებით, მესამე - დიდმა ბრიტანეთმა - 37-ით. შემდეგ სიაში წარმოდგენილია იაპონია (23) და საფრანგეთი (21). ჩინელი ექსპერტების მიერ შედგენილ რეიტინგში რუსეთიდან მხოლოდ ორი უნივერსიტეტი მოხვდა - ესენია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (77-ე ადგილი) და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი (იგი ჩამონათვალის მეოთხე ასეულში აღმოჩნდა). მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ჩამონათვალს 2003 წლიდან ადგენენ. სასწავლო დაწესებულებები ფასდება გამომშვებთა და იმ თანამშრომელთა რაოდენობით, რომლებმაც მიიღეს ნობელის პრემია ან ფილდსის პრემია, ასევე ჟურნალ Nature-სადა Science-ში გამოკვლევებისა და პუბლიკაციების რიცხვითა და ზოგიერთი სხვა კრიტერიუმით. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3151.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 აგვ. 2011, 20:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.