პოლიტიკა: ექსპერტი: „საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა | საქართველოს ამბები | ||
კავკასიის საკითხების ამერიკელი ექსპერტის ალექს ჯექსონის შეფასებით, 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესთა ლიმიტი აჩვენა. როგორც ექსპერტმა საინფორმაციო სააგენტო „აპა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როგორც ჩანს, ნატო დაინტერესებული არ არის სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის ალიანსში წევრობის სტატუსის მინიჭებაში მანამ, სანამ ეს ქვეყნები არ მოიყვანენ უსაფრთხოების ნორმებსა და პოლიტიკურ სისტემებს ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობაში. შეკითხვაზე, საქართველო-რუსეთის ომის გამოცდილების გათვალისწინებით უნდა გააკეთონ თუ არა ნატოში შესვლაზე აქცენტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, ექსპერტმა უპასუხა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია ამ ქვეყნებს თავიანთი სამხედრო ძალებისა და დოქტრინების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. „მიუხედავად ყველაფრისა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ნატოსთან სხვადასხვა ურთიერთობები აკავშირებს: საქართველომ ნატოში შესვლის სურვილი ოფიციალურ დონეზე გამოხატა, აზერბაიჯანი ამ საკითხის თაობაზე ორ მოსაზრებას ეყრდნობა, სომხეთი, როგორც ჩანს, ამით დაინტერესებული არაა“, - განაცხადა ექსპერტმა და დაამატა, რომ ნატოში შესვლა ძალიან შეუწყობდა ხელს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოებას. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3147.html
| |||
განათავსა - Drakula | 16 აგვ. 2011, 20:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.