ეს საინტერესოა: Amazon-ის დამფუძნებელმა მობილური ტელეფონისათვის უსაფრთხოების ბალიშები გამოიგონა | მსოფლიოს ამბები | ||
ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ის დამფუძნებელმა გადაწყვიტა უსაფრთხოების ბალიშების დაპატენტება, რომლებმაც მობილური ტელეფონები დაცემისას დაზიანებებისაგან უნდა გადაარჩინოს. როგორც The Daily Mailიტყობინება, ჯეფ ბეზოსმა განაცხადი ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში შეიტანა, თუმცა დეტალები მასმედიაში მხოლოდ ახლა მოხვდა. ბეზოსის ჩანაფიქრით, ტელეფონში უნდა იმყოფებოდეს მონიტორინგული სისტემა, რომელმაც უნდა დაადგინოს, რომ აპარატს დაზიანება ემუქრება - მაგალითად, კამერა, ინფრაწითელი რადარი, ჰიროსკოპი და ა. შ. დაცემა დაჩქარების საზომის დახმარებით დადგინდება. საფრთხის შემთხვევაში დაცვამ უნდა გამოაგდოს უსაფრთხოების ბალიშები - ტელეფონის ერთი მხრიდან ან ერთბაშად ორივედან. განაცხადი პატენტზე ითვალისწინებს დაცემის დროს ჰაერის მიმართული ნაკადის დახმარებით აპარატის ორიენტაციის შეცვლის შესაძლებლობას. ამას გარდა, გამომგონებელი ითვალისწინებს ვარიანტს ტელეფონის კორპუსიდან ზამბარების გამოგდებით. 2010 წელს იტყობინებოდნენ, რომ ბეზისმა გადაწყვიტა ისეთი გამოგონების დაპატენტება, რომელიც საშუალებას იძლევა, ონლაინ-გარიგებები დადასტურებულ იქნას ჟესტით - თავის დაქნევით, წარბების აწევით, ღიმილით და ა. შ. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3140.html
| |||
განათავსა - Drakula | 15 აგვ. 2011, 21:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.