aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ობობის ქსელისგან ადამიანის კანის დამზადება ისწავლეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მეცნიერებმა გერმანიაში მდებარე ჰანოვერის სამედიცინო სკოლიდან შეიმუშავეს ადამიანისთვის ხელოვნური კანის შექმნის მეთოდი ობობის აბრეშუმის საფუძველზე.



ეს აქტუალურია კანის აღდგენისთვის დიდი დამწვრობების ან ნაწოლების განვითარების შემდეგ, რომლებიც მწოლიარე ავადმყოფთა უმეტესობას წარმოექმნება. მოძრაობის შეუძლებლობის გამო კანის ნაწილი, ფაქტობრივად, „გამოშუშდება“, ანუ კანზე მუდმივი ზეწოლის გამო სხეულის მასები დეფორმირდება ან სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებები კვდება. ეს შემდგომში კანის დიდი ნაჭრების გადანერგვასა ან ძვირადღირებულ მკურნალობას მოითხოვს, რომელიც აშშ-ში შეიძლება 40 000-მდე დოლარი დაჯდეს, წერს РБК. ამის გამო შემუშავებული მეთოდი საინტერესოა არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ეკონომიკური მაჩვენებლებითაც.


მეთოდის არსი იმაშია, რომ უდიდესი ელასტიურობისა და დრეკადონის მქონე ობობის ქსელის ძაფებისაგან შემდგარ კარკასზე ათავსებდნენ ადამიანის კანის უჯრედებს, რომლებიც საჭირო ტემპერატურის, სინესტისა და საკვები ნივთიერებების არსებობისას კანის მნიშვნელოვან ნაჭრებამდე იზრდებოდა. ორ კვირაში ასეთ „მარგს“ უმატებდნენ კერატინოციტებსა და ფიბრობლასტებს, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ორშრიანი ქსოვილი, რომელიც ორშრიან ნორმალურ კანს ცვლის. ადამიანის კანი შედგება დერმისაგან, უფრო ღრმა შრისაგან, სადაც მდებარეობს სისხლძარღვები, ნერვული დაბოლოებები, თმის ფესვები, კუნთოვანი ბოჭკოების, ასევე კანის ზედა შრის ნაწილი.


მეთოდის პრობლემა იმაშია, რომ ობობის ქსელის მიღების მეთოდი არაპრაქტიკულია და მასალა ძალიან ცოტაა. მაგრამ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ ისეთი ხელოვნური აბრეშუმის მიღებას, რომელიც თვისებების მიხედვით ობობის მიერ წარმოებული ობობის ქსელის მსგავსი იქნება.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3130.html
განათავსა - Drakula | 14 აგვ. 2011, 20:30 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ობობის ქსელისგან ადამიანის კანის დამზადება ისწავლეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 1
ხმები: 5


მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian