ეს საინტერესოა: გერმანელებისთვის სამსახურში კოცნის აკრძალვა სურთ, რადგან ეს „ტერორიზმის ახალი ფორმაა | მსოფლიოს ამბები | ||
Knigge-თი ცნობილი მორალის დამცველთა გერმანული საზოგადოების წარმომადგენლებმა ხელისუფლებებს შესთავაზეს, გერმანიის მოქალაქეებს სამსახურში კოცნა აუკრძალონ, ამასთან, ლოყაზეც კი. მათი აზრით, სამსახურში კოცნა „ტერორიზმის ახალი ფორმაა“, იუწყება “GHN“. სიტყვა Kniggeგერმანულიდან ითარგმნება როგორც „ეტიკეტი“ ან „სწორი ქცევა“. მორალის დამცველთა საზოგადოება განგაშს ტეხს: მისი ინფორმაციით, გერმანიაში მამაკაცები და ქალბატონები შეხვედრისას ლოყაში კოცნიან ერთმანეთს მოსიყვარულრე ფრანგებზე უფრო ხშირადაც კი. ასეთ თავხედობას Knigge-ის წარმომადგენლები ვერ ეგუებიან. ამიტომ ეტიკეტის გერმანელი დამცველები მოუწოდებენ გამოაცხადონ ოფისები „კოცნისაგან თავისუფალ ზონებად“. სულმოკლეებს ურჩევენ „აიწყვიტონ“ მისაღები ფორმით: ეცადონ არ აწკლაპუნონ, აკოცონ ლოყაში „მარცხნიდან მარჯვნივ“, წერს ИТАР-ТАСС. ამასთან ერთად, ოფისში კოცნა „მეტისმეტად ინტიმური და არაპროფესიულია“. ასეთ პოზიციას გერმანიაში მრავალი მამაკაცი და ქალბატონი იზიარებს, რომლებსაც ამის კეთების სურვილი არა აქვთ. როგორც საზოგადოებაში განმარტავენ, გერმანელ ქალბატონებს რამდენადმე განსხვავებული ტემპერამენტი აქვთ, ვიდრე ფრანგ და ლათინოამერიკელ ქალბატონებს. Knigge-ის წარმომადგენლებმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი მონახეს. მაგალითად, თუ პიროვნება სამსახურში კოცნის წინააღმდეგი არაა, მას თავის სამუშაო მაგიდაზე შესაბამისი განცხადების განთავსება შეუძლია. მან ასევე ურჩია ყველას თანდათანობით უარი თქვან კოცნის ჩვევაზე და შემოიფარგლონ ფორმალუტი ხელის ჩამორთმევით ერთმანეთისაგან 60 სანტიმეტრის მანძილზე, გადმოსცემს Курсквеб.Ру. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3129.html
| |||
განათავსა - Drakula | 12 აგვ. 2011, 17:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.