aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

 ეკონომიკა: ექსპერტი: საერთაშორისო ბირჟებზე აქციების გატანა საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს ბიზნესი და ეკონომიკა  ბიზნესი და ეკონომიკა 
საერთაშორისო ბირჟებზე ქართული სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა საქართველოს მთავრობას გეოპოლიტიკური ინტერესების შესაძლო კონფლიქტზე პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს, მიაჩნია ენერგეტიკული საკითხების ექსპერტს ლიანა ჯერვალიძეს.



„ჩვენი ობიექტებით შეიძლება დაინტერესდნენ რუსი ან აზერბაიჯანელი ინვესტორები, როგორც უზარმაზარი ფულადი სახსრების მფლობელები, შეიძლება დაინტერესდნენ სომხებიც, რომლებიც რესურსების მიწოდებების თვალსაზრისით მთლიანად დამოკიდებულნი არიან ქართულ ნავსადგურებზე. იმ შემთხვევაში, თუ აქციებს საერთაშორისო ბირჟებზე გაიტანენ, გამომტანი მხარე გეოპოლიტიკური ხასიათის კუთვნილობის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს“, - განაცხადა ჯერვალიძემ რადიო „თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.


მისი თქმით, საერთაშორისო ბირჟებზე აქციების განთავსებით გაიზრდება როგორც კომპანიების, ისე ქვეყნის ეკონომიკისა და მთლიანობაში საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაჯვარედინის, ცნობადობა, და მომავალში ამ ფონმა შესაძლოა უფრო მსხვილი კომპანიების ინტერესი განაპირობოს. თუმცა ჯერვალიძე მიუთითებს გარკვეულ რისკებზეც, რამდენადაც მსოფლიო ბირჟებზე პრაქტიკულად შეუძლებელია აქციების მომავალი მფლობელების გაკონტროლება - აქციებს იყიდის ის, ვინც მეტს გადაიხდის.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ლონდონის, ვარშავისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე ისეთი სახელმწიფო კომპანიების აქციების პაკეტის ნაწილის გატანას აპირებს, როგორებიცაა „საქართველოს რკინიგზა“, „ელექტროსისტემა“ და ნავთობისა და გაზის კორპორაცია.
წყარო - bizzone

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3127.html
განათავსა - Drakula | 12 აგვ. 2011, 17:32 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: ექსპერტი: საერთაშორისო ბირჟებზე აქციების გატანა საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 22 დეკემბერი 2024
  • English Georgian