პოლიტიკა: მილიარდერ მიხაილ პროხოროვს მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მაგალითით უნდა დაინტერესდეს | საქართველოს ამბები | ||
რუსი მილიარდერი, პარტია „სამართლიანი საქმის“ ლიდერი მიხაილ პროხოროვი კორუფციასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებას საინტერესოდ მიიჩნევს, იტყობინება “GHN“. როგორც მან ხუთშაბათს პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, „სსრკ-ს ყველაზე კორუმპირებულმა რესპუბლიკამ 7-8 წელიწადში კორუფცია დაამარცხა“. მან ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში ინვესტირებისათვის შექმნილი პირობები. მან განმარტა, რომ, საბაჟოთი დაწყებული და სამართალდამცავი ორგანოებით დამთავრებული, მოსულ ინვესტორს არანაირი დაბრკოლება არ ხვდება. ეს ნამდვილად მიღწევაა, ხაზი გაუსვა პროხოროვმა. მიუხედავად ამისა, საქართველოში პროხოროვს ბიზნესის წარმოების პირადი გამოცდილება არა აქვს. ამიტომ, პროხოროვის განმარტებით, მას ამ ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ მსჯელობა მხოლოდ იმ მეგობრების აზრის მიხედვით შეუძლია, რომლებიც იცნობენ სიტუაციას, გადმოსცემს FINMARKET.RU. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3123.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 აგვ. 2011, 20:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.