ეს საინტერესოა: დიდი იტალიელი მოგზაური განუმეორებელი მატყუარა აღმოჩნდა | მსოფლიოს ამბები | ||
ცნობილი ვაჭარი და მოგზაური მარკო პოლო, შესაძლოა, არასდროს ყოფილა შორეულ აღმოსავლეთში და საერთოდაც, როგორც ჩანს, შავი ზღვის იქით არ უმგზავრია. ამის შესახებ განაცხადეს იტალიელმა მეცნიერებმა მას შემდეგ, რაც დაწვრილებით შეისწავლეს მისი „წიგნი სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ“ და შეადარეს იგი ცნობილ ისტორიულ ფაქტებთან. აღმოჩნდა, რომ მასში მრავალი შეუსაბამობა და უზუსტობაც კი არის, რომლებიც მოვლენათა თვითმხილველს უბრალოდ ვერ ექნებოდა. გამოკვლევების მსვლელობაში მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მან უბრალოდ შეაგროვა 1271-1291 წლების სპარსელ ვაჭართა ისტორიები და ისინი საკუთარ შთაბეჭდილებებად გაასაღა. საჭიროა აღინიშნოს, რომ ეჭვები მარკო პოლოს ცნობილი მოგზაურობების თაობაზე ისტორიკოსებს ადრეც გასჩენიათ. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3122.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 აგვ. 2011, 20:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.