ეკონომიკა: საქართველოში ოქროს ნაკეთობების გაძვირებაა მოსალოდნელი | საქართველოს ამბები | ||
მსოფლიოში „ოქროს ციებცხელება“ დაიწყო. ინვესტორთა შორის ევროსა და დოლარის მიმართ ნდობა სულ უფრო მცირდება და, შესაბამისად, ისინი თავიანთ კაპიტალებს ოქროში აბანდებენ. საერთაშორისო ბაზრის ტენდენციები საქართველოზე ჯერ არ ასახულა, მაგრამ ეს დროის საქმეა, წერს გაზეთი „რეზონანსი“. როგორც კომპანია „ზარაფხანაში“ აცხადებენ, ამ მომენტისათვის ფასები ქსელში არ გაძვირებულა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანია ფასებს უახლოეს მომავალში გაზრდის. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა შიდა ბაზარზე საკმაოდ დაბალია და რეალიზატორები დაბალი ფასების შენარჩუნებას ცდილობენ. დღეისათვის საქართველოში ერთი გრამი წმინდა ოქრო 100 ლარი ღირს, ხოლო პლატინა - 110 ლარი. ვერცხლი 1.10 ლარამდე გაძვირდა, მაშინ, როცა 80 თეთრი ღირდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3119.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 აგვ. 2011, 20:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.