საზოგადოება: ლტოლვილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ | საქართველოს ამბები | ||
ცხინვალის რეგიონის ლტოლვილები, რომლებსაც სასტუმრო "აფხაზეთიდან" აძევებენ, ლტოლვილთა საქმეთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი ემისარები, რომლებიც სამინისტროში პეტიციით მივიდნენ, დაცვამ შენობაში არ შეუშვა. ლტოლვილები აცხადებენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ, მაგრამ თუ ხელისუფლება მათ ძალით გააძევებს, ისინი თავშესაფარს ცხინვალის ხელისუფლებას თხოვენ. მათი თქმით, სამინისტრომ მათ 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია ან რუსთავში ალტერნატიული საცხოვრებელი სთავაზობს, რომელიც რემონტს საჭიროებს. მაგრამ მანამ, სანამ საცხოვრებელი წესრიგში იქნება მოყვანილი,ხელისუფლება მზადაა მათ ბინა დაუქირაოს საკუთარი ხარჯით. ლტოლვილების სოლიდარობა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ გამოუცხადა. მისი თქმით, ლტოლვილებს უნდა განუმარტონ, რომ მათ ელოდება ის ვინც სასტუმრო "აფხაზეთს" იყიდის. "მთავარია გაირკვეს, ვინ იყიდის სასტუმროს და რას შეთავაზებს იგი ლტოლვილებს. ეს ხალხი აქ 21 წელია ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში თბილისლები გახდნენ, ამიტომაც მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების ბედისთვის მინისტრ კობა სუბელიანს ეკისრება"–განაცხადა აბაშიძემ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3116.html
| |||
განათავსა - consul | 10 აგვ. 2011, 22:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.