aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 პოლიტიკა: თემურ იაკობაშვილი: რუსეთის იმიჯი დაქვეითდა და მას საქართველოსთან ომში არ გაუმარჯვია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
2008 წლის კონფლიქტის შედეგად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობა არ მიუღიათ, არამედ რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებულები გახდნენ, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოსთან ომში გაიმარჯვა, მიაჩნია საქართველოს ელჩს აშშ-ში თემურ იაკობაშვილს, იტყობინება “GHN“.



საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის თაობაზე თავისი პოზიცია იაკობაშვილმა გაუზიარა რუსულ სამსახურს - „ამერიკის ხმებს“, რომელსაც ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.


„ვფიქრობ, რომ ამ ომში გამარჯვებულები არ არიან. ჩვენ ადამიანების სიცოცხლეები დავკარგეთ, რომელთა დაბრუნებასაც ვერ შევძლებთ. სხვა დანარჩენის გამოსწორება შეიძლება. არ მგონია, რომ რუსეთმა ომში გაიმარჯვა, იმიტომ რომ რუსეთის იმიჯი დაქვეითდა, რუსეთი ახლა თავის თავს ღიად პოზიციონირებს როგორც საოკუპაციო ძალას, და ამის დიპლომატიური გზით დაკანონების მცდელობები ჩავარდა. არ მგონია, რომ სამხრეთ ოსეთმა ან აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მიიღეს - ისინი, ეჭვის გარეშე, უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულები. გამარჯვებული არც საქართველოა. ვფიქრობ, რომ მსგავსი სამხედრო პროვოკაციები, სამხედრო მექანიზმები, რომლებიც მიმართულია იმაზე, რომ მიღებულ იქნას კონტროლი მეზობელ ტერიტორიებზე, ეს რუსეთის ფედერაციის შეცდომითი სტრატეგიაა. როგორც კი რუსეთი თავის პოლიტიკას შეცვლის, ეს უკეთესი იქნება მთელი რეგიონისა და თავად რუსეთისთვის“, - აღნიშნა მან.


ამავდროულად, იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა განცხადება იმაზე, რომ ისინი საქართველოს მხოლოდ ახალ, სააკაშვილის გარეშე, ხელისუფლებას დაელაპარაკებიან, ყურადღებას არ იმსახურებს.


„ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ეს ხმა მოსკოვში დაწერილი ნოტებით მღერის. ეს განცხადებები სერიოზულ განხილვას არ იმსახურებს არც ქართული ხელმძღვანელობისთვის, არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს განცხადებები არ მოგვაცდენს იმ ფაქტისაგან, რომ რუსეთი ოკუპირებადი ძალაა, რომელიც საერთაშორისო კანონებს არღვევს. ის ოპოზიციონერები, რომლებზედაც საუბრობთ, მარგინალური ჯგუფები არიან, რომელთა რიცხოვნობა მცირეა. ასე რომ არ მგონია, რომ ეს ხმები სერიოზულად უნდა აღვიქვათ“, - თქვა მან.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3109.html
განათავსა - Drakula | 09 აგვ. 2011, 22:53 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: თემურ იაკობაშვილი: რუსეთის იმიჯი დაქვეითდა და მას საქართველოსთან ომში არ გაუმარჯვია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian